2.პროექტის მთავარი იდეა: შევუქმნათ მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა გერმანიის რესპუბლიკის შესახებ, გავაცნოთ მისი კულტურა, გავუმდიდროთ ლექსიკური მარაგი
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტს გერმანიის შესახებ, მის დედაქალაქს, დიდ ქალაქებს, მდინარეებს და ა.შ.
4.პროექტის მიზანი: მსჯელობა უცხო კულტურაზე, უცხო სიტყვების გამოყენება
5. მონაწილეთა ასაკი: 12 – 16
6. ვადები / ხანგძლივობა: სასწავლო წლის განმავლობაში ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან გერმანიას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების უნარ–ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას, გაეცნობიან უცხო ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. შესაძლოა სურათების ალბომის შექმნა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, რვეულები, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო მასალა
9. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ამ პროექტის განხორციელებით გაიუმჯობესებენ უნარებს ისტორიაში ( შეისწავლიან გერმანიის კუთხეებს ), გეოგრაფიაში ( შეისწავლიან გერმანიის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში ( ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ– გალერეაში სურათების ატვირთვით ) და სხვა.
10.პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): ნათია ყიფიანი11. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natiakipiani100@gmail.com
12. პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი: http://www.natiakipiani.blogspot.com
No comments:
Post a Comment